- აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უკვე საქართველოშია. მისი თვითმფრინავი რამდენიმე წუთის წინ დაეშვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
ალიევს აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე დახვდნენ.