- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 01 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 184 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, 110 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 74 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უწყების ცნობით, უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი – 35 ფაქტი გამოვლენილია სამცხე-ჯავახეთში; 33-33 ფაქტი დაფიქსირდა კახეთსა და აჭარაში, შიდა ქართლში – 25, იმერეთში – 21, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 13, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში -12, გურიაში – 4, ქვემო ქართლში – 4, მცხეთა-მთიანეთში კი, 2.
სამართალდარღვევები გამოვლენილია დედაქალაქშიც; დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივნისში, თბილისში უკანონო ტყითსარგებლობის 2 ფაქტი აღკვეთეს. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 157 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 70 ფაქტი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია 4 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.