- ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, დღეს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, საქართველო ნატო-ს ღირებული პარტნიორია და, ისევე როგორც ყველა ევროპულ ქვეყანას, აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა.