- დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა ისაუბრა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე და იმ სიახლეებზე, რომლებიც ამ სფეროს დაფინანსების კუთხით არის დაგეგმილი.
მიხეილ ჩხენკელი: „მიმდინარეობს მუშაობა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაზო დაფინანსების მოცულობის განსაზღვრას „თვლად კრიტერიუმებზე“ დაფუძნებული ფორმულით.
რეგიონული უნივერსიტეტების ხელშეწყობისთვის კი გათვალისწინებული იქნება მიზნობრივი სპეციალიზაციის ინდიკატორი, რაც გულისხმობს რეგიონში გამოკვეთილი პრიორიტეტული დარგების დაფინანსებას. ამასთან, სპეციალური მიდგომები იქნება გათვალისწინებული სახელოვნებო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებისას“.