- სარეაბილიტაციო მონაკვეთი ახმეტისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებს აკავშირებს ერთმანეთთან და კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების დამაკავშირებელ უმოკლეს გზას წარმოადგენს.
საავტომობილო გზების დეპატამენტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, განხორციელდება გზის სრული რეაბილიტაცია, აშენდება 2 ახალი და რეაბილიტირდება 1 არსებული ხიდი, ასევე შესრულდება მდინარე ილტოს ნაპირდაცვის სამუშაოები
ამ ეტაპზე მიწის ვაკისის გაგანიერება, ფერდის დამჭერი ნაგებობების მშენებლობა, საგზაო სამოსის კონსტრუქციის მოწყობა და ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს
პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის ღირებულებაც 12.1 მლნ. ლარია და დასრულება 2023 წლის მარტში არის დაგეგმილი