თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიებს რიგითი ნომრები მიენიჭათ

  • ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიებს რიგითი ნომრები მიანიჭა.

ჟურნალისტებს ცესკო-ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განუმარტა, რომ დღევანდელ შეხვედრას არ დასწრებიან პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების”, „ნაციონალური მოძრაობის” და „გირჩის” წარმომადგენლები იქიდან გამომდინარე, რომ მათ უკვე მიმართეს ცესკო- ს განცხადებით და დაიტოვეს ის რიგითი ნომრები, რომელიც მათ წინასაპარლამენტო არჩევნებში ჰქონდათ მინიჭებული.

თვითმმართველობის არჩევნებზე პოლიტიკური პარტიები მომაწილეობას მიიღებენ შემდეგი ნომრებით:

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” –41;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”- 5;

„ევროპული საქართველო”-2 ;

„პატრიოტთა ალიანსი”-8;

“გიორგი ვაშაძე -სტრატეგია აღმაშენებელი”-1;

„ლელო საქართველოსთვის”-9 ;

„გირჩი”-36; (იაგო ხვიჩია)

„ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები”-7;

„ევროპელი დემოკრატები”-6 ;

„ლეიბორისტული პარტია”- 10;

„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”-4;

„რესპუბლიკური პარტია”-11;

„კანონი და სამართალი”-12;

„პროგრესი და თავისუფლება”-21.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *