თეა წულუკიანი – პრემიერ-მინისტრი კი არ უნდა გადადგეს, ჩვენი ოპოზიცია უნდა გადადგეს, ჩვენ გვჭირდება პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, რომელიც სახელმწიფოს დაეხმარება

  • ზუსტად იმას ვფიქრობ, რასაც აჟღერებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. პრემიერი ამბობს, რომ იმ მასშტაბის გაჩერება, რაც გაიშალა უკრაინაში, საეჭვოა, შეეძლოს სანქციებს, რომლებიც ამუშავდა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, როგორ შეაფასებდა და ეთანხმება თუ არა ირაკლი ღარიაბაშვილის დღევანდელ განცხადებას, სადაც პრემიერი ამბობს: „ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში მიმდინარეობს ომი და უკრაინის დედაქალაქი იბომბება, ვხედავთ, რომ ამის შემჩერებელი არავინაა, სანქციები არ არის ეფექტური საშუალება“.

„რაღაცა ძალიან ცუდად ახსენებთ ამ „ც“-ს, რას ნიშნავს მეც. მე ვარ ამ მთავრობის წევრი, მე ვარ ამ პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული ამ მთავრობაში ვიცე-პრემიერი და რა თქმა უნდა, მე არ ვარ „ც“. მე ზუსტად იმას ვფიქრობ, რასაც აჟღერებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს მარტივ რამეს, რომ ის მასშტაბი ომის, რაც გაიშალა სამწუხაროდ, ჩვენს კონტინენტზე და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უკრაინაში, ამის გაჩერება საეჭვოა შეეძლოს იმ სანქციებს, რომლებიც ამუშავდა, საეჭვოა. ღმერთმა ქნას, ასე იყოს“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, საქართევლო უკრაიანს ეხმარება შესაძლებლობების ფარგლებში უწევს დახმარებას. ამასთან, როგორც წულუკიანი ამბობს, ეროვნული ინტერესია ქვეყანაში ომის დაუშვებლობა.

„საქართველოს აქვს ის შესაძლებლობები, რაც აქვს. მესმის, მტკივნეულია თქვენთვის, მოისმინოთ, რომ საქართველო არ არის ყოვლისშემძლე, საქართველო არის პატარა ქვეყანა, საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა და ჩვენ გამოვლილი გვაქვს ის, რასაც ახლა გადის ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხი. ამიტომაც ცოტა სხვანაირად გავაანალიზოთ მოვლენები, გავაგრძელოთ ბოლომდე უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა. ყველაზე მნიშვნელოვანია ამ წუთში რიგითი, მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის დახმარება, რომლებიც იძულებულებილები არიან, თუ პატარა ბავშვი არ უჭირავს, ხელში აიღოს იარაღი და დაიცვას თავისი ქვეყანა. პირველ რიგში, ჰუმანიტარული დახმარება და ხელშეწყობა. ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი.

ეროვნული ინტერესი არის ამ ქვეყანაში ომის დაუშვებლობა. ამ ქვეყანაში თქვენი, თითოეული მოქალაქის დაცულობა. ეს არის ეროვნული ინტერესი. რა თქმა უნდა, ყველა იმ სიტყვას, განცხადებას, რომელსაც აკეთებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ამ განცხადებების უკან მთელი მთავრობა ვართ ერთსულოვანი. ჩვენი ოპოზიცია ცანცარებს, აი, ეს შემიძლია ვთქვა და ვფიქრობ, დღეს პრემიერ-მინისტრი კი არ უნდა გადადგეს, ჩვენი ოპოზიცია უნდა გადადგეს, რადგან ეს არის ხალხი, ვინც როცა იყო ხელისუფლებაში, მაშინ ტაშფანდურით პასუხობდა მიმდინარე ომს და ზეიმობდა მაშინ, როცა ალბათ ჩვენი ზოგიერთი გმირი ჯერ კიდევ ბოლო წამებს ითვლიდა, სულს ღაფავდა. ეს იყო ხალხი, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნისასაც ომს აწარმოებდა ჯერ ეს ერთი ტელეფონით და ვინ, ვინ და მე ყველაზე კარგად ვიცი, ყოველ შემთხვევაში, მათ შორის ვარ, ვინც ეს ყველაზე კარგად იცის, თუ როგორ აწარმოა ამ ხალხმა ომი. როდესაც ერთი მტკიცებულება არ დატოვა, რომელსაც ჩვენ სტრასბურგში სამართლებრივ დავაში რუსეთს მაგიდაზე დავუდებდით და დასაცინად არ გავახდევინებდით თავს. წლები დაგვჭირდა ჩვენ იუსტიციელებს, პროკურორებს, პოლიციელებს, გენ შტაბის წევრებს და ჯარისკაცებს, რომ მრავალი წლის შემდეგ მტკიცებულებები გვეგროვებინა, რათა თქვენმა შვილებმა ეს ქვეყანა ამ ვერდიქტზე დაყრდნობით გაამთლიანონ. ეს ხალხი დღესაც არის ცეკვა-თამაშის ხასიათზე, თუმცა რა თქმა უნდა, ხანდახან შეიძლება იყოს სიმღერა დარდის გამომხატველი, თუმცა ამის უკან დგანან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც რაღაც ალტერნატიულ სამყაროს ქმნიან და ცდილობენ, იბრძოლონ თითქოს უკეთესი მომავლისკენ“, – განაცხადა წულუკიანმა.

მან ასევე არნიშნა, რომ ქვეყანას პასუხისმგებლიანი ოპოზიცია სჭირდება.

„ჩვენ გვჭირდება პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, რომელიც სახელმწიფოს დაეხმარება, იაროს სწორ გზაზე და არა პირიქით. ჩვენ რა თქმა უნდა, ვხედავთ საპირისპიროს, ვხედავთ ზეპირულობას, ვხედავთ იმას, რომ ამ ადამიანებს თითქოსდა ერთი სული აქვთ, ოღონდ ამ ქვეყანაში ტყვია გავარდეს. მინდა, გავუცრუო მათ იმედები და ვუთხრა – აი, ამ კონკრეტული პრემიერ-მინისტრის და ამ ხელისუფლების შემთხვევაში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველანი და პირველ რიგში თქვენ, საზოგადოება იყოს დაცული, რომ თქვენი შვილები დილით რომ იღვიძებენ, არ გაიღვიძონ ცრემლებით. თუ ეს არის ჩვენი შეცდომა, ეს ძალიან კარგია“, – განაცხადა წულუკიანმა

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *