თბილისის 2022 წლის საპატიო მოქალაქეები დაჯილდოვდნენ

  • სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2022 წლის საპატიო თბილისელები დაჯილდოვდნენ. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები, სიგელი და გულსაბნევი გადასცა.

მიმდინარე წელს თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ:

შალვა ამონაშვილი – მეცნიერი, პედაგოგი, ფსიქოლოგი;

თენგიზ არჩვაძე – მსახიობი;

ტარიელ ჭანტურია – მთარგმნელი, პოეტი;

ჯემალ ღაღანიძე – მსახიობი;

მერაბ კოკოჩაშვილი – კინორეჟისორი, პედაგოგი;

მინდია უგრეხელიძე – სამართალმცოდნე;

ვახტანგ ჯავახაძე – პოეტი, მწერალი, მთარგმნელი ;

ჯემალ სეფიაშვილი – კომპოზიტორი;

ბადრი ვადაჭკორია – ჟურნალისტი, ფოტოხელოვანი;

გურამ ბექაია – ფიზიოლოგი, მეცნიერი;

ილია ხეროდინაშვილი – ინჟინერი, მეცნიერი;

ლაურა იაშვილი – მუსიკოსი, პიანისტი;

რევაზ ასათიანი – ინჟინერ-მშენებელი;

ვახტანგ დავითაია – არქიტექტორი, პედაგოგი;

მაია გოთუა – ალერგოლოგი, იმუნოლოგი;

ვან ბაიბურთი – პოლიტიკოსი, ჟურნალისტი;

ჰასან ჰასანოვი – აზერბაიჯანელი დიპლომატი;

ელიზაბეთ სომბარტი (Elizabeth Sombart) – ფრანგი პიანისტი;

ელდარ შენგელაია – რეჟისორი;

დემნა გვასალია – დიზაინერი;

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა თბილისის მერიის „ბიგ ბენდი“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *