თბილისის საბავშვო ბაღებში 2022-2023 სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია 3 ივნისს დაიწყება

პირველ ეტაპზე 3-დან 10 ივნისის ჩათვლით პრიორიტეტით მოსარგებლე აპლიკანტები შეძლებენ დარეგისტრირებას, მეორე ეტაპზე რეგისტრაცია დაიწყება 10 ივნისს 10:00 საათზე და ადგილების შევსებამდე გაგრძელდება. აპლიკანტები ელექტრონულად დარეგისტრირებას ასაკობრივი კატეგორიების შესაბამისად შეძლებენ.

განათლების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებული ცვლილების მიხედვით, რომელიც სასკოლო ასაკის ზღვრის 15 სექტემბრიდან პირველი ოქტომბრამდე გადაწევას გულისხმობს, აღსაზრდელის რეგისტრაციისთვის აუცილებელია ბავშვი პირველ ოქტომბრამდე იყოს ორი წლის. თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის გამარტივებული წესით კვლავ ისარგებლებენ უკრაინის მოქალაქე აღსაზრდელები, რომლებმაც შესაბამისი დოკუმენტაციის უნდა მიმართონ სასურველ ბაღს ან ბაღების მართვის სააგენტოს.

ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, რეგისტრაცია წარიმართება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე.

„როგორც წინა წლებში ონლაინრეგისტრაცია წარიმართება, ამისათვის უნდა გამოიყენონ აპლიკანტებმა ჩვენი ვებგვერდი, სწორედ ამ ვებგვერზე იქნება განთავსებული აპლიკაცია, ორ ეტაპად წარიმართება რეგისტრაცია, პირველი ეტაპი მოიცავს პრიორიტეტულ კატეგორიებს, ეს გახლავთ – ჩვილ ბავშვთა სახლების ბენეფიციარები, სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, დედმამიშვილები, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები, მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები, სამხედრო მოსამსახურეთა შვილები, ხოლო საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება 10 ივნისიდან, 10:00 საათზე“, – განაცხადა გვანცელაძემ.

ყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *