- თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 ივლისს, 10:00 საათზე დაიწყება.
რეგისტრაციას გაივლიან 2-დან 6 წლამდე საქართველოს მოქალაქე ან ბინადრობის უფლების მქონე ბავშვები, რეგისტრაციის ადგილის განურჩევლად.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს და ჩაეწეროს სარეზერვო სიაში.