თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ გიგა გიგაშვილმა ჟურნალისტებს თავად განუცხადა.
“დატრიალებული ტრაგედიის გამო, ჩემი მოადგილე ამ ეტაპისთვის არის დაკავებული. მე, როგორც გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას ჩემი მოადგილის სამსახურებრივ ქმედებებზე. მივიჩნევ, რომ საჭიროა, დავტოვო დაკავებული თანამდებობა. სრულად ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, რათა დადგინდეს სიმართლე, რეალურად რა მოხდა ტრაგედიის დღეს და საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი“, – განაცხადა გიგა გიგაშვილმა ჟურნალისტებთან.