- დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 4 სექტემბრიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღება იწყება.
კახა კალაძის თქმით, სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა ყოველწლიურად ვითარდება და პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ფინანსური მხარდაჭერა 20 000-მდე სტუდენტს გაეწია.