თბილისის მერია, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მოსახლეობის გამოკითხვას იწყებს

  • თბილისის მერია, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მოსახლეობის გამოკითხვას იწყებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“თბილისის მერია, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მოსახლეობის გამოკითხვას იწყებს. მსგავსი პროექტი ბოლოს 2016 წელს განხორციელდა, რის შედეგადაც მოხდა ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის განსაზღვრა, კონკრეტული გეგმის დადება და მისი ეტაპობრივად განხორციელება. პროექტს, რომელიც საკმაოდ მასშტაბურია, თბილისის განვითარების ფონდი „აზიის განვითარების ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს და მასში, მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად, უცხოელი ექსპერტ-კონსულტანტები არიან ჩართული. ჩატარდება გამოკითხვები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარებასთან დაკავშირებით, რაც დაგვეხმარება გადაადგილების ჩვევების ანალიზში, მობილობის მართვის პოლიტიკის განსაზღვრაში, შეფასებასა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *