- „გადადგეს კალაძე“ – ამ ლოზუნგით დედაქალაქის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციას სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მართავენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა სხვა პირებთან ერთად კახა კალაძემაც უნდა აიღოს.
„თბილისის მერიასთან” მობილიზებულია პოლიცია.
ფოტო: პირველი არხი