- „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტს ტოვებს. ამის შესახებ მან “ფეისბუქზე” დაწერა.
“ოცნება გავიდა 19 აპრილის შეთანხმებიდან, გავიდა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო – დაინახა რომ 43%-ის აღების ნული შანსი აქვთ. გავიდა მას შემდეგ, რაც დაარღვია ამ შეთანხმების პრაქტიკულად ყველა პუნქტი. დაარღვია მიუხედავად იმისა, რომ მარკერით უხაზავდნენ რა უნდა გაეკეთებინათ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. გავიდა ამ დოკუმენტის ავტორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტიდან 1 კვირის თავზე აპელირება იმაზე, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ შეუერთდა შეთანხმებას, არის თითიდან გამოწოვილი ბოდვას შეთანხმება არ დადებულა ნაციონალური მოძრაობისთვისამ შეთანხმების შესრულება ქვეყნისთვის იყო მნიშვნელოვანი – ნუ, ასე თვლიდნენ ამერიკელები და ევროპელებიამ შეთანხმებიდან გასვლა ნიშნავს უარს ამ ქვეყნის ევრო-ატლანტიურ მომავალზეკიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ესენი არიან მატყუარები. ესენი არიან გადამგდებები მათთან რამეზე შეთანხმებას არ გააჩნია, რაიმე ფასიზუსტად, ისე როგორც კრემლთან.
მე ვტოვებ პარლამენტს – პარლამენტში ყოფნა იყო 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით ჩემს მიერ აღებული ვალდებულება. არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულება. იზოლაციიდან გამოსვლის შემდეგ კიდევ, ერთხელ ოფიციალურად მივმართავ პარლამენტს, თუ ვინმე კიდევ ვერ აცნობიერებთ რა ხდება – ასე მყარდება დიქტატურა, ნელა და თავხედურად როგორ არ დავუშვათ ეს – ეს უნდა იყოს ერთადერთი საფიქრალი დღეს ნებისმიერი წესიერი ადამიანისთვის.”-დაწერა ზურაბ ჯაფარიძემ.