ზურაბ ჯაფარიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

  • ზურაბ ჯაფარიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

“მოკლედ, პრეზიდენტ მიშელთან შეხვედრას ვერ ვესწრები. შეხვედრაზე დასწრების წინაპირობა იყო PCR ტესტიგუშინ დამტესტეს და დღეს მითხრეს, რომ პასუხი დადებითია. არანაირი სიმპტომი არც მქონია, არც მაქვს, მაგრამ გასაგებია, რომ შეხვედრაზე ვერ მოვხვდები. რის თქმას ვაპირებდი შეხვედრაზე მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შეფასებით ოცნებამ დაარღვია 19 აპრილის შეთანხმების მათივე შეფასებით ყველაზე პრინციპული მუხლი – მართლმსაჯულების ნაწილი, ამ ხელისუფლებასთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაგრძელება business as usual, იქნება ფუნდამენტურად არასწორიევროკავშირის მხრიდან საჭიროა დიაგნოზის საჯაროდ და ზუსტად დაფიქსირება, ყოველგვარი ზედმეტი დიპლომატიურობისა და ენის მოჩლექის გარეშე – რომ ოცნების მმართველობის პირობებში საქართველომ გადაუხვია ევრო-ატლანტიკურ გეზსარც მეტი, არც ნაკლებიამ გზავნილის გაგონება მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც სჯერა რომ ოცნება პროდასავლური ძალააასევე, ოცნებამ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი ევროკავშირის და აშშ-ს გადაგდებისთვის. სხვა შემთხვევაში ოცნება კიდევ უფრო გათავხედდება. ასეთი ფასი შეიძლება იყოს ინდივიდუალური სანქციები. დასასანქცირებელი ხალხის ნაკლებობას არ განვიცდითნებისმიერი სხვა ნაბიჯი პრეზიდენტ მიშელის მხრიდან, მათ შორის მცდელობა ხელახლა დაჯდეს ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან, ისე რომ ოცნებას წინა გადაგდებისთვის არ ჰქონდეს გადახდილი სათანადო ფასი, იქნება ფუნდამენტური შეცდომა, კიდევ უფრო გააველურებს ხელისუფლებაში მყოფ ძალას და ბევრად უფრო ღრმა კრიზისში ჩააგდებს ქვეყანასანუ, ეს ფულის მონა ტყიურები მაინც ვერ შეათრევენ ამ ქვეყანას რუსეთის უკანალში, ამის გარანტიას ვიძლევიუბრალოდ მაინტერესებს ამ ბრძოლაში უნდა მქონდეს თუ არა ევროკავშირის მხრიდან ქმედითი ნაბიჯების იმედიარაფერი სხვა ამ შეხვედრიდან მე არ მაინტერესებდა.”-წერს ზურაბ ჯაფარიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *