- ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ისტორიული ბაღების ევროპულ კვირეულს მასპინძლობს.
ბაღში ყვავილების გამოფენა-გაყიდვა და ახალგაზრდა ზუგდიდელი მხატვრის ნინო ქირიას ნახატების გამოფენა მოეწყო.
ღონისძიების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა დახატეს “ჩემი თვალით დანახული ბოტანიკური ბაღი”.
ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, გამოფენა-გაყიდვა სამუშაო კვირის ბოლომდე გაგრძელდება და ვიზიტორებს სასიამოვნო გარემოს შეუქმნის.
უწყების ცნობით, აღნიშნულო აქტივობები მნიშვნელოვანია, როგორც ბაღის პოპულარიზაციისთვის, ასევე ვიზიტორებისთვის სასაიმოვნო გარემოს შესაქმნელად.
ინფორმაციისთვის: ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ევროპული ისტორიული ბაღების ასოციაციას 2022 წლიდან შეუერთდა.