- შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციელის დღესთან დაკავშირებით უწყების სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები სამინისტროს I და II ხარისხის მედლებით – განსაკუთრებული დამსახურებისათვის“, სამინისტროს მედლით – ,,მამაცობისათვის“, სამინისტროს მედალიონით – “განსაკუთრებული დამსახურებისათვის“, სამინისტროს სამკერდე ნიშნით – „დამსახურებული პოლიციელი“ და სამინისტროს მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
ჯილდოები თანამშრომლებმა გადარჩენილი სიცოცხლისთვის, მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის და სამინისტროს საქმიანობაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის მიიღეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.