- თბილისის მერიის ინფორმაციით, 27 ივლისის 23:00 საათიდან 30 ივლისის 23:00 საათამდე, ვარაზისხევისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
„მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა მიმდინარეობს.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალარინების ქსელის ცენტრალურ კოლექტორზე დაერთების სამუშაოებს აწარმოებს, რის გამოც, 27 ივლისის 23:00 საათიდან 30 ივლისის 23:00 საათამდე, ვარაზისხევისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.