ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში, სამართალდარღვევის 68 ფაქტი გამოავლინეს

  • სამართალდარღვევებიდან 67 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა, საიდანაც 3 ფაქტი შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

ქვეყნის მასშტაბით, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული, სხვადასხვა სახეობის 64 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან ცხრა სამართალდარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 16 – სამცხე-ჯავახეთის, შვიდი – მცხეთა-მთიანეთის, რვა – იმერეთის, 14 გურიის, სამი – ქვემო ქართლის, ორი – სამეგრელო-ზემო სვანეთის, ორი – რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის და ექვსი – შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ ასევე გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების ერთი ფაქტი.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-თებერვალში, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 110 ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 116 კუბური მეტრი შეადგინა.

სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის მთელ პერიმეტრზე განთავსებულია ფოტოხაფანგებიც, რაც, სატყეო სამსახურის თანამშრომლების პატრულირებასთან ერთად, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის გამოვლენის საშუალებას იძლევა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *