- „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” უმაღლესი ლეგიტიმაციით არჩეული თავმჯდომარე და არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებული მმართველობითი ორგანოები ჰყავს. მოვუწოდებთ ყველას, აღიარონ და შეეგუონ პირდაპირი და მაღალი ლეგიტიმაციით ჩატარებული არჩევნების შედეგებს, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაშია აღნიშნული.
“ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” უმაღლესი ლეგიტიმაციით არჩეული თავმჯდომარე და არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებული მმართველობითი ორგანოები ჰყავს.
ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი, დამოუკიდებლად თუ სხვა პოლიტიკური პარტიის შემადგენლობაში.
მათ შეუძლიათ, ჩამოაყალიბონ ახალი პარტია და, შესაბამისად, განსაზღვრონ საკუთარი პოლიტიკა, თუმცა ღარიბაშვილის, კობახიძის, ტვ „იმედის”, „პოსტივის“ და “ქართული ოცნების” რიტორიკით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით, ჩვენს პარტიაზე განხორციელებული თავდასხმები სრულიად აუხსნელი მოვლენაა. მათ მიერ გაჟღერებული გზავნილები პირდაპირ ხელს აძლევს რუსული ოცნების მტრული პროპაგანდის განმტკიცებას.
გაუგონარია, თუ რას ემსახურება პოლიტიკური ოფისის არსებობა, სადაც შეკრებილები თავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებად ასაღებენ და ამავდროულად ესხმიან მას.
პარტიას თბილისში, მათ შორის ცენტრალურ უბნებში, რამდენიმე ოფისი აქვს, სადაც ჩვენი თანაგუნდელები რუსული რეჟიმის წინააღმდეგ მუშაობენ და საქმიანობენ.
სეპარატიზმის მცდელობები აზიანებს პარტიის საუკეთესო ინტერესებს. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას, აღიარონ და შეეგუონ პირდაპირი და მაღალი ლეგიტიმაციით ჩატარებული არჩევნების შედეგებს. ყველამ, ვინც საკუთარ თავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრად მივიჩნევთ, ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის კუთვნილ სივრცეებში, ერთ პარტიაში უნდა ვიმუშაოთ.
„ქართული ოცნებისთვის” დამახასიათებელი რიტორიკით გაუგებრობისა და ბუნდოვანების შემოტანა არ ემსახურება არც პარტიის და არც სახელმწიფოს ინტერესებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ინფორმაციისთვის: მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ახალი ოფისი გახსნა, სადაც პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.