- ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტა.
მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, „მესაზღვრეები“ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არ უშვებენ, ხოლო მათ, ვინც ამჟამად ამ ტერიტორიაზეა, შეუძლიათ აფხაზეთში დაბრუნდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ხიდი სავარაუდოდ, 10 აპრილამდე იქნება ჩაკეტილი.
ენგურის ხიდის ცალმხრივად დაკეტვის შესახებ ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.