- დეპუტატი ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს. მისი განცხადებით, მიხეილ სააკშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა გახდება ამ გადაწყვეტილების საფუძველი.
„გორის კლინიკაში უსაფრთხოდ გადაყვანა არის ამ შემთხვევაში გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით, ამიტომ ეს არის საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.