- საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ მიესალმება მმართველი პარტიის განცხადებას, უკან გაიწვიონ „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტი.
“მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში, განაახლონ პროევროპული რეფორმები, ინკლუზიური, კონსტრუქციული გზით და 12 პრიორიტეტის შესაბამისად, რათა მიაღწიონ კანდიდატის სტატუსს“, – წერია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გვერდზე.