- საქართველოში კორონავირუსის 2 981 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
საქართველოში 24 საათში 2001 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 201 368 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 169 282 გამოჯანმრთელდა, 1 953 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 471 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 758, ხოლო კოვიდსასტუმროში – 2 247.