- 14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.
საქართველოს პრეზიდენტის ადიმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ორბელიანების სასახლეში 16:00 საათზე ღონისძიება გაიმართება, აღიმართება სახელმწიფო დროშა, დაგეგმილია პრეზიდენტის მიმართვა.
ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება ოფიციალურ ცერემონიას დაესწროს.