- Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 093 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 592 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 501 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 270 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.58% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.75%.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 9 396 პირი ემსხვერპლა.