დუბაი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები დაინიშნა

  • აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, პირველი ავიარეისი ივნისშია დაგეგმილი.

უწყების ინფორმაციით, ავიაკომპანია Fly Dubai კვირაში სამი სიხშირით ზაფხულის ტურისტული სეზონის ბოლომდე იფრენს. დუბაიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს გეგმავს ავიაკომპანია Air Arabia-ც.

„არაბეთის გაერთიანებული საამიროები აჭარისთვის ერთ-ერთ საინტერესო ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით საქმიანი შეხვედრები მიმდინარეობდა როგორც ტურიზმის, ისე სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან. მათ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს ემირატების უმსხვილეს საავიაციო და სამოგზაურო სერვისების მიმწოდებელ კომპანიასთან DNATA, რომელიც მილიონობით მგზავრისთვის ბათუმის ტურისტული პაკეტების შეთავაზებას აქტიურად იწყებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *