- პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა.
პოლონური მედიის ინფორმაციით, დონალდ ტუსკი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდება.
მედია იუწყება, რომ შეხვედრაზე განიხილება პოლონეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვა და პოლონელი გადამზიდავების მიერ უკრაინელი კონკურენტებისთვის საზღრვის ბლოკირება იქნება.