- დიღმის საველე ჰოსპიტლის კოორდინატორი რევაზ კუჭუხიძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის მათთან მოთავსებულია 19 პაციენტი და ძირითადად, დომინირებს დელტა შტამი.
„ამ დროისთვის, საველე ჰოსპიტალში 19 პაციენტი იმყოფება. მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ნაწილი არის ჟანგბადდამოკიდებული, ნაწილი სტაბილურია. ძირითადად, დომინირებს დელტა შტამი.
გუშინ თანმხლები დაავადების გამო ერთი პაციენტის გადაყვანა მოხდა ჰოსპიტალში. დღის განმავლობაში გვაქვს მზაობა, მივიღოთ პაციენტები. სულ ამ ეტაპზე მზად ვართ, მივიღოთ 200 პაციენტი. მედპერსონალი პროპორციულად ნაწილდება დატვირთვის მიხედვით, ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით“, – განაცხადა რევაზ კუჭუხიძემ.