- დიღმის საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას დროებით აჩერებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დიღმის საველე ჰოსპიტლის კოორდინატორმა რევაზ კუჭუხიძემ განუცხადა, ამ დროისთვის კლინიკებში თავისუფალი ადგილები გაჩნდა, შესაბამისად, საველე ჰოსპიტლის ფუნქციონირება დროებით აღარაა საჭირო.
„საწოლფონდი კლინიკებში არის. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის მიღებას გავაჩერებთ ანუ კლინიკებში ადგილები გამოთავისუფლდა. ჩვენ არ ვიხურებით, უბრალოდ დავრეზერვდებით და აღჭურვილობითაც და მედპერსონალითაც ვიქნებით მზად, თუ ამის საჭიროება გახდება. როგორც კი გახდება საჭირო, პროცესში ჩავერთვებით. რაც შეეხება პაციენტებს, მათი ნაწილი ეწერება სახლში, ნაწილი სამედიცინო დაწესებულებაში გადავა“, – განაცხადა რევაზ კუჭუხიძემ.