დევნილებისა და ეკომიგრანტების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით პროგრამა დაიწყო

  • დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში  განაცხადების მიღება დაიწყო.

უწყების ცნობით, პროგრამის მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს. 

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოების მხარდასაჭერად 7500 ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან.  ჯამში, გრანტს 50-ზე მეტი მეწარმე მიიღებს, რომლებიც მინიმუმ ერთი დევნილის ან ეკომიგრანტის დასაქმების ვალდებულებას აიღებენ.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ბიზნესგეგმა, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამსახურებში მიიღება:

  • თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა;
  • გორი, სამების ქ. N1;
  • რუსთავი,  კოსტავას ქ. N20;
  • ქუთაისი,  აბაშიძის გამზ. N27;
  • ზუგდიდი,  აღმაშენებლის ქ. N106.

ბიზნესგეგმის და თანდართული დოკუმენტაციის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზეც –  info@idp.gov.ge.

ბიზნესგეგმა

ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *