- საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია დღეს ,,კვირინალეს“ სასახლეში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა.
შესრულდა საქართველოს და იტალიის რესპუბლიკის ჰიმნები და პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს იტალიის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშას.
ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ საქართველოს და იტალიის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართავენ შეხვედრებს და მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტით იტალიიის რესპუბლიკას დღეს ეწვია.