- ამ წუთებში, “დააკავეთ რუსეთის აგენტი ოთარ ფარცხალაძე!“ – ამ მოთხოვნით საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აქციას მართავენ.
დღეს, პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში დაგეგმილია შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გამოსვლა.