გორის გვირაბში 10 და 11 აპრილს, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

  • საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების მიმდინარეობისას, 10 აპრილის 23:00 საათიდან 11 აპრილის 03:00 საათამდე სენაკი-თბილისის, ხოლო 11 აპრილის 03:00 საათიდან 07:00 საათამდე თბილისი-სენაკის მიმართულებებზე დროებით შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე, ხოლო თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე“, – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *