- ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში მივიდა.
გიორგი კალანდარიშვილი 26 ოქტომბრის არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოიკითხება, რაზეც პროკურატურამ გამოძიება თავად ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.