- მინდა ვთხოვო ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს, არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა არ მისცენ შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“ მანიპულირების და სპეკულირების, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“განსაკუთრებით მივმართავ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოებს. დღეს, როდესაც ქვეყანა აშკარად ლეგიტიმაციის კრიზისშია, მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ფიქრობენ, რომ არჩევნები და ხმა მოჰპარეს, მე კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემით უნდა ვთხოვო ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს, არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა „ოცნებას“ მანიპულირების და სპეკულირების ლეგიტიმაციის შესაძლებლობა არ მიეცეს. მეორეს მხრივ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ჩვენს მხარდამჭერს მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, იმ დღეს, როცა ჩატარდება პარლამენტის პირველი სხდომა, დღევანდელ ხელისუფლებას ჩვენი საპროტესტო ხმა ყველამ ერთად გავაგონოთ, რომ არ ვთვლით ამ არჩევნებს არც სამართლიანად, არც დემოკრატიულად და, შესაბამისად, არ ვიღებთ ამ არჩევნების შედეგებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.