- საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა, თანამებრძოლებმა და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის წარმომადგენლებმა ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა.
18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. მას 40 წელი შეუსრულდებოდა.
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა, თანამებრძოლებმა და მისივე სახელობის სერჟანტთა აკადემიის წარმომადგენლებმა ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგეს.
მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. 9 აგვისტოს ის მოწინააღმდეგე მხარეს ტყვედ ჩაუვარდა და წამების შემდეგ ცემით მოკლეს.
გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსთვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.