- ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გაფართოვდა ერთჯერადი, 300 ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე.
“კომპენსაციის მიღების უფლება აქვს დაქირავებულს, თუ ის 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა იმ დამქირავებლის სასარგებლოდ, რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და 2020 წლის 5 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში ამავე დამქირავებლისაგან არ იღებს ხელფასს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო). ცვლილებამდე, დაქირავებულს კომპენსაციის მიღების უფლება ჰქონდა, თუ მასზე არ ფიქსირდებოდა ხელფასის გაცემა 2020 წლის 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში”-ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ, გავრცელებულ ინფორმაციაში.
განცხადების წარდგენა შესაძლებელია 2020 წლის 3 დეკემბრიდან – 24 დეკემბრამდე.