გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბათუმში, მძაფრი სუნის გავრცელების ფაქტზე საქმის წარმოება რამდენიმე მიმართულებით დაიწყო

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბათუმში, მძაფრი სუნის გავრცელების ფაქტზე საქმის წარმოება რამდენიმე მიმართულებით დაიწყეს. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

„ შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ზღვის დაბინძურების ფაქტი არ გამოვლინდა. აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორების მიერ, ბათუმის პორტის უნაპირო ნავმისადგომზე, ნედლი ნავთობით გემის დატვირთვის ფაქტზე შესწავლა დაწყებულია“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში დღეს მოქალაქეები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ბათუმში გაზის მძაფრი სუნია და ამის გამო თავის ტკივილი აწუხებთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *