- „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების (ახალციხე, ნინოწმინდა, ახალქალაქი, ასპინძა, ადიგენი და ბორჯომი) თანამდებობის პირთა 2022-2023 წლის დეკლარაციები შეისწავლა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს”ინფორმაციით, შესწავლილი დეკლარაციების მეოთხედი დარღვევებითაა შევსებული.
უწების ცნობით, ყველაზე მეტმა, 12-მა თანამდებობის პირმა დეკლარაციები დარღვევებით ახალციხეში შეავსო.
“შევისწავლეთ მერიებისა და საკრებულოების, ასევე მუნიციპალური ააიპ-ების, სულ 202 თანამდებობის პირის დეკლარაცია;
50 დეკლარაციაში აღმოჩნდა დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა; მათ შორის დარღვევებით შეავსეს დეკლარაციები ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მერებმა, ასევე, ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ.
ყველაზე მეტმა, 12-მა თანამდებობის პირმა დეკლარაციები დარღვევებით ახალციხის მუნიციპალიტეტში შეავსო.
გამოვლინდა თანამდებობრივი შეუთავსებლობის 31 შემთხვევა;
აღსანიშნავია, რომ 4 თანამდებობის პირთან დაკავშირებული კომპანიები ჩართული არიან სახელმწიფო შესყიდვებშიც.
იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობის პირს აქვს კავშირი საწარმოსთან, რომელსაც დეკლარაციის შევსების თარიღამდე 6 ან 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბრუნვა არ ჰქონია, ან ჰქონდა წლის განმავლობაში არაუმეტეს 500 ლარისა, მაშინ მას ასეთი საწარმოს დეკლარაციაში მითითების ვალდებულება არ გააჩნია. იქიდან გამომდინარე, რომ საწარმოს ბრუნვის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, ჰქონდათ თუ არა კვლევაში ნახსენებ კომპანიებს ბრუნვა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
დეტალურად, დარღვევებზე ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.