- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსზე მოსახლეობის 60 პროცენტის ვაქცინაცია იგეგმება. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ გულისხმობდა 18 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეებს.