- ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია. როგორც „ინტერპრენსიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო: სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა) და 236-ე მუხლი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
„საქართველოს ბანკის“ აღნიშნულმა ფილიალმა მუშაობა უკვე განაახლა.
შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა. მძარცველი ბანკის თანამშრომლების დაშინებას იარაღით ცდილობდა და სალაროს გახსნას მოითხოვდა.