ბათუმში ნანგრევებიდან ამოასვენეს ცხედარი – ნგრევას სულ 9 ადამიანი ემსხვერპლა

  • ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა ამოასვენეს კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი.

კორპუსის სადარბაზოს ნგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა. მათ შორის 3 ბავშვია.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12 საათზე ჩამოინგრა.

კორპუსის სადარბაზოს ნგრევას ჯამში 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის – 3 ბავშვის.

მაშვენელებმა ნანგრევებიდან 8 ცხედარი ამოასვენეს, ერთი ადამიანი, ახალგაზრდა ქალი კი კლინიკაში გარდაიცვალა დღეს დილას.

შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მაშველები ნანგრევებში ადამიანს აღარ ეძებენ.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *