- აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი (CDC) გამოდის გაფრთხილებით, რომ მარტის თვისთვის აშშ-ში შესაძლოა კორონავირუსის წამყვანი ვარიანტი გახდეს B.1.1.7-ის სახელით ცნობილი ვერსია, რომელიც პირველად ბრიტანეთში აღმოაჩინეს. გავრცელებული ვარაუდით, ეს ვარიანტი ორჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე აშშ-ში მოქმედი ვირუსის ამჟამინდელი ვერსია.