- აშშ-ში დღეს დაიწყო ოფიციალურად ახალი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
პირველი ვაქციანა ნიუ იორკელ მედდას სანდრა ლინდსს გაუკეთდა და ამ ფაქტით დაიწყო ვაქცინაცია ამერიკაში. “იმედი მაქვს, რომ ეს ძალიან მტკივნეული პერიოდის დასრულების დასაწყისია.”-თქვა სანდრამ ვაქცინაციის შემდეგ.
ვარაუდობენ, რომ ამერიკა აპრილამდე 100 მილიონ ადამიანს გაუკეთებს ვაქცინას.
ექსპერტების აზრით, მოსახლეობის 70-80 პროცენტი თუ გახდება იმუნური კოვიდ ვირუსისადმი, სწორედ მაშინ ჩაითვლება ის დამარცხებულად.
Covid-19 დაღუპულთა რიცხვი აშშ – ში 300 000 – ს უახლოვდება, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.