- ამ წუთებში, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს, რომელსაც სტუდენტები შეუერთდნენ.
აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, 16:00 საათისთვის მსვლელობა დაიწყება პარლამენტისკენ, სადაც იქნება სიტყვით გამოსვლებიც, შემდეგ კი ისევ მთავრობის ადმინიატრაციიაკენ გადმოინაცვლებენ.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების სამკურნალო მედიკამენტის საქართველოში შემოტანას.