- “ანწუხელიძე უკვდავია“ – ამ ლოზუნგით საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები, „ქართული ოცნების“ წევრის თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ, სადაც მან რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე, გიორგი ანწუხელიძე მოიხსენია როგორც „უაზროდ განწირული, ვიღაცის პიარისთვის“.