- ქართველი ძალოსანი ანასტასია გოტფრიდი სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ანასტასიამ ატაცში 117 კილოგრამი დააფიქსირა და ამ დისციპლინაში ჩემპიონი გახდა.
აკვრაში გოტფრიდმა 135 კილოგრამი დაძლია და ვერცხლს დაეუფლა.
ორჭიდის ჯამში ანასტასია გოტფრიდმა 252 კილოგრამი დააფიქსირა და ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.