- აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიდან უკვე თითქმის ორი თვე გავიდა. არჩევნებში “დემოკრატების” კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა, თუმცა შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მარცხს დღემდე არ აღიარებს და ამ დრომდე სამართლებრივი დავები აქვს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.
ტრამპი მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა. მისი მცდელობები სასამართლოს გზით დაამტკიცოს ყოველივე, ჯერჯერობით უშედეგოა.
არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 2021 წლის 20 იანვრისთვისაა დანიშნული, თუმცა ამის პარალელურად Facebook ჯგუფის საშუალებით ტრამპის მხარდამჭერები ამზადებენ ტრამპის ინაუგურაციის ონლაინ ღონისძიებას, რომელზე დასწრებაზეც თანხმობა უკვე განაცხადა მოქმედი პრეზიდენტის 60 000-მდე მხარდამჭერმა.
აღნიშნულ ჯგუფში ტრამპის ინაუგურაციასთან დაკავშირებული პოსტები კი Facebook-ის ადმინისტრაციამ ყალბი ინფორმაციის შემცველად მონიშნა.
“აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენია. 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციიის ცერემონია 2021 წლის 20 იანვარს გაიმართება“, – აცხადებენ “ფეისბუქის“ ადმინისტრაციაში.